ტვირთების ძებნა
Central Dispatch-სა და Super Dispatch-ზე (და სხვა ძირითად ლოუდბორდებზე) ფილტრავ შეკვეთებს ლოკაციით, მანქანის ტიპით და ფასით — და პოულობ საუკეთესოს მძღოლის მარშრუტისთვის.
8 პრაქტიკული გაკვეთილი ნულიდან — ყველა ძირითადი ლოუდბორდი (Central Dispatch, Super Dispatch და სხვა), მარშრუტის დაგეგმვა, ბროკერებთან მოლაპარაკება და ცოცხალი სიმულაციები. იმუშავე აშშ-ის ბაზარზე საქართველოდან.
მძღოლი უკვე გყავს — შენი საქმეა, მის ავტომზიდს მუდმივად ჰქონდეს მომგებიანი შეკვეთები. ეს არის ერთი შეკვეთის სრული ციკლი.
Central Dispatch-სა და Super Dispatch-ზე (და სხვა ძირითად ლოუდბორდებზე) ფილტრავ შეკვეთებს ლოკაციით, მანქანის ტიპით და ფასით — და პოულობ საუკეთესოს მძღოლის მარშრუტისთვის.
ინგლისურ ენაზე ურეკავ ბროკერს ან დილერს, ამოწმებ მის რეიტინგს, ათანხმებ რეალურ ფასს და იღებ Rate Confirmation-ს.
რამდენიმე შეკვეთას აერთიანებ ერთ მრავალწერტილიან მარშრუტში, სწორად ანაწილებ SUV-ებსა და სედანებს და ამცირებ ცარიელ გარბენს.
შეკვეთას პირდაპირ მძღოლს უგზავნი Super Dispatch-ის აპლიკაციაში — აყვანისას და ჩაბარებისას ის აკეთებს ფოტო-ინსპექციას (eBOL).
მანქანები ჩაბარდა, ინვოისი გაიგზავნა, გადამზიდავმა თანხა მიიღო — შენ კი იღებ შეთანხმებულ საკომისიოს, მაქსიმუმ 5%-ს.
აშშ-ის ავტომზიდის 1 კვირის სამუშაო მონაცემები: 17 შეკვეთა წამყვანი ლოუდბორდებიდან და დისპეჩერის 5%-იანი ანაზღაურება.
| Vehicle Info | From | To | Load ID | Amount $ | Payment Type | Broker | Loadboard |
|---|---|---|---|---|---|---|---|
| 2018 Honda Civic | PA 16148 | VA 23005 | 37618747 | $540 | ACH 2 BD | ACV | ACV |
| 2024 Mercedes-Benz GLE | OH 44515 | VA 23435 | A0D9DDE9 | $865 | ACH 2 BD | Autosled | Autosled |
| 2026 Nissan Rogue | OH 44060 | VA 2328 | 31437-22085 | $600 | ACH 5 BD | Anew Transport | SD |
| 2025 Subaru Crosstrek | VA 23666 | OH 44102 | 259052 | $600 | COD | Allstate Auto Direct LLC | SD |
| 2023 Mercedes-Benz GLB | VA 23294 | OH 44146 | 38160005 | $515 | ACH 2 BD | ACV | ACV |
| 2012 Jeep Liberty | VA 22630 | OH 44095 | 26870431 | $440 | ACH 2 BD | ACV | ACV |
| 2022 GMC Sierra 1500 | OH 44601 | VA 24401 | 94897757 | $710 | ACH 2 BD | ACV | ACV |
| 2000 Lexus LX 470 | OH 44708 | VA 24014 | 3445211 | $650 | ACH 5 BD | Montway Auto Transport | SD |
| 2025 Land Rover Range Rover | VA 24014 | IN 46236 | 18109189 | $875 | ACH 2 BD | ACERTUS | Metroloads |
| 2024 Toyota Sequoia | NC 27127 | IN 46123 | 5BF2D77E | $765 | ACH 2 BD | Autosled | Autosled |
| 2022 RAM Promaster City Car | IN 46186 | MI 49087 | 0291151-1 | $300 | ACH 5 BD | Montway Auto Transport | SD |
| 2020 Chevrolet Equinox | IN 46227 | MI 49546 | 6816 | $350 | COD | ValKon Direct Inc | SD |
| 2016 Mazda 3 | IN 46809 | MI 49009 | 74172408 | $220 | ACH 2 BD | ACV | ACV |
| 2011 Toyota RAV4 | MI 49512 | MI 48212 | 18268745 | $220 | ACH 2 BD | ACV | ACV |
| 2015 Chrysler 200 | MI 49423 | OH 44001 | 82360939 | $385 | ACH 2 BD | ACV | ACV |
| 2016 Buick Verano | MI 48911 | OH 44095 | 72163050 | $365 | ACH 2 BD | ACV | ACV |
| 2013 KIA Forte | MI 48103 | PA 16428 | 75155938 | $375 | ACH 2 BD | ACV | ACV |
| ჯამი (1 კვირის გროსი): | $8,775 | 17 გადაზიდული ავტომობილი | |||||
$8,775 (1 კვირის გროსი) × 5% = $438.75
* რეალური სამუშაო კვირის მონაცემები ამერიკული ქარ ჰაულინგის ბაზრიდან. გადამზიდავის გროსი შედგება ლოუდბორდებზე აღებული შეკვეთებისგან, დისპეჩერის ანაზღაურება კი შეთანხმებული 5%-ია.
პროფესიული სასწავლო პროგრამა დამწყები დისპეჩერებისა და ლოგისტიკით დაინტერესებული ადამიანებისთვის.
შეძლებ დამოუკიდებლად მართო ავტომზიდი აშშ-ის ბაზარზე, აწარმოო მოლაპარაკებები ინგლისურ ენაზე და ეფექტურად გამოიყენო ყველა ძირითადი ლოუდბორდი.
გჭირდება ლეპტოპი, ინტერნეტი და ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა.
ვიწყებთ ნულიდან — წინასწარი გამოცდილება საჭირო არ არის.
Mock Calls ბროკერებთან ინგლისურად — ისე, როგორც რეალურ სამუშაოზე.
ყველა ძირითადი ლოუდბორდი (Central Dispatch, Super Dispatch და სხვა) — ზუსტად ის სისტემები, რითაც ყოველდღე იმუშავებ.
ისწავლე კომუნიკაცია, ინსპექცია და პრობლემების სწრაფი მოგვარება.
სწავლა მიმდინარეობს ადგილზე, მცირე ჯგუფებში — მეტი ყურადღება თითოეულ სტუდენტზე.
დააჭირე ვიდეოს ხმით სანახავად.
სხვა კითხვა გაქვს? მოგვწერე Instagram-ზე, TikTok-ზე ან ელ-ფოსტაზე: dispatchprobatumi@gmail.com
არა. კურსი იწყება საფუძვლებიდან — ინდუსტრიის მიმოხილვით, ტერმინოლოგიითა და დოკუმენტაციით.
ბროკერებთან საუბრისთვის საჭიროა საბაზისო სასაუბრო ინგლისური. მე-8 გაკვეთილზე ცოცხალ სიმულაციებში ვავარჯიშებთ ზუსტად იმ ფრაზებს, რაც სამუშაოზე დაგჭირდება.
კურსზე სიღრმისეულად შეისწავლი ყველა ძირითად ლოუდბორდს (Central Dispatch, Super Dispatch და სხვა წამყვანი საბროკერო პლატფორმები), საიდანაც ამერიკული ქარ ჰაულინგის ბაზარზე შეკვეთები იმართება.
დისპეჩერი, როგორც წესი, იღებს გადამზიდავის გროსის 5%-ს. მაგალითად, საიტზე მოცემული 1 კვირის რეალური სამუშაო ცხრილით ($8,775 გროსი — 17 ავტომობილი), დისპეჩერის ანაზღაურება შეადგენს +$438-ს. საბოლოო შემოსავალი დამოკიდებულია შენს გამოცდილებასა და მართული ავტომზიდების რაოდენობაზე.
ამ ეტაპზე სწავლა მიმდინარეობს მხოლოდ ფიზიკურად — ბათუმში, მცირე ჯგუფებში (ონლაინ ფორმატი მხოლოდ მომავალში დაემატება). დეტალებისა და განრიგისთვის შეავსე ქვემოთ მოცემული განაცხადი ან მოგვწერე ელ-ფოსტაზე: dispatchprobatumi@gmail.com
სწავლა მიმდინარეობს ფიზიკურად ბათუმში — ადგილები ჯგუფში შეზღუდულია. შეავსე მოკლე განაცხადი და გაგზავნე მზა წერილი ერთი დაჭერით.